00:39 - 02 Feb, 2025
2024-11-16 18:50:10, 624 ნახვა

სპორტი/
ქართველი ძიუდოისტი კოტე კაპანაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტმა, კოტე კაპანაძემ (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელ მეტოქე მადალონს ეფექტური გდებით სძლია

ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც იბრძოლებს.

მედიის ინფორმაციით, დღეს გამომსვლელი კიდევ 2 ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იასპარეზებენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics