2024-11-20 02:09:25, 700 ნახვა
სპორტი/ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასთან გამართა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. 15 ნოემბერს თბილისში გამართული შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ 1:0 მოიგეს და განმეორებითში გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებდა. მატჩი ხორვატების უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე დიონ ბელიომ ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიბრწყინა, საჯარიმოსთან სიახლოვიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. შესვენების შემდეგ კიდევ სამი გოლი გავიდა. ხორვატები 63-ე წუთზე დიონ ბელიოს პენალტით ისევ დააწინაურდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. 90+1-ე წუთზე მასპინძლები მარინ სოტიჩეკმა კვლავ წინ გაიყვანა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო, დაინიშნა დამატებითი ექსტრა-ტაიმები. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა, პენალტების სერია კი უკეთ საქართველოს ნაკრებმა შეასრულა. მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. "პირველი არხი" ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|