2024-11-20 02:14:07, 666 ნახვა
სპორტი/ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩეხეთთან მატჩით დაასრულა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ოლომოუცში გამართული მატჩი ჩეხებმა კარგად დაიწყეს და მე-3 წუთზე ანგარიში გახსნეს. კონტრშეტევაზე ჩვენი დაცვა ჩავარდა და პაველ შულცმა ახლოდან ზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა ადამ ჰლოჟეკმა იდეალურად შეასრულა და ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ვილი სანიოლმა შეტევის გაძლიერება ტაქტიკური ცვლილებით სცადა და მცველი გიორგი გველესიანი შემტევი ზურიკო დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ერთ-ერთი შეტევისას ხვიჩა კვარაცხელიამ ძელს მოარტყა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ თავისი შანსით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. თუმცა „ჯვაროსნებმა“ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო უკრაინის ნაკრებთან და C დივიზიონში დაქვეითდა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს. "პირველი არხი" ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|