2024-11-29 13:36:43, 4837 ნახვა
სხვადასხვა/ ჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი
„ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას აქციაზე ძალადობის გამო მოტეხილი აქვს სახის ძვლები და კისრის მალა. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა ჟურნალისტებს. როგორც ექიმმა აღნიშნა, რომ მას აქვს სახის ძვლების და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. „მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დაახლოებით, 5 წუთის წინ მქონდა პაციენტთან შეხება. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. კისერი დაფიქსირებულია, ნანახია ყბა-სახის ქირურგის და ნეიროქირურგის მიერ. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - განაცხადა ინგოროყვას ექიმმა. აქციის დაშლის დროს ფორმულას ჟურნალისტი, გურამ როგავა დაშავდა, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. კადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებული ჟურნალისტის სიახლოვეს იმყოფება სავარაუდოდ სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ გარბის. ფორმულა ცდილობს დაადგინოს, ჩაარტყა თუ არა მას სპეცრაზმელმა. გურამ როგავა ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება. მას თავი აქვს გატეხილი. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|