2024-12-06 13:25:19, 4410 ნახვა
რეგიონი/ კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi შეიქმნა
კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi „კასპის გრიფინი“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კლუბი „გრიფინი“ (მწვრთნელები გიორგი სიმონიშვილი და გიორგი მოსიაშვილი) კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა და კასპის საკალათბურთო ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. „მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა კლუბის მოთამაშეები ვარჯიშის დროს მოინახულეს და პირველი გამარჯვება მიულოცეს. პირველი ამხანაგური მატჩი ა ლიგის რუსთავის კლუბთან 100 : 87 გამარჯვებით დაასრულეს. კლუბი გამოცდილი კალათბურთელებითა დაკომპლექტებული და ა ლიგაში გადასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევთ. პირველ ეტაპზე 8 - 15 დეკემბერს კლუბ „მთიებს“ დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი - 23 – 26 დეკემბერს „ასტრალს“. ვახტანგ მაისურაძემ წარმატებები უსურვა საკალათბურთო კლუბ „გრიფინს“ და აღნიშნა - კლუბს კიდევ ერთი „დატვირთვა“ ექნება - ნიჭიერი კასპელი ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ გუნდში ვარჯიშობენ "გრიფინში" რეგულარულად ივარჯიშებენ და მიეცემათ საშუალება მეტი პროფესიონალიზმისა და მომავალი წინსვლისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|