00:52 - 02 Feb, 2025
2024-12-09 11:25:50, 1864 ნახვა

რეგიონი/
სასირეთის სათამაშო გუნდს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა სპორტული ფორმა გადასცა

სასირეთის სათამაშო გუნდ „იმედი“-ს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ფეხბურთის ახალი სპორტული ფორმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მინუციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 2023 წელს სასირეთის „იმედი“ შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბეჟიტაშვილი ამავე ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის" ნომინაციაში დასახელდა.

“სასირეთის „იმედი“ 15 წლის წინ 2009 წელს ჩამოყალიბდა, რომელმაც უკვე 5 თაობა აღზარდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს სასირეთის „იმედს“ და მის მწვრთნელს ზურაბ ბეჟიტაშვილს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics