00:41 - 02 Feb, 2025
2024-12-12 16:37:11, 398 ნახვა

რეგიონი/
შუახევში მათემატიკის მოყვარულთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

შუახევში მათემატიკის მოყვარულთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები ინგული დავითაძე და ჯამბულ წულუკიძე ესწრებოდნენ.

„მათემატიკის მოყვარულთა კლუბი მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაფინასებით შეიქმნა. კლუბის წევრები VII-VIII კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. აქტიური მონაწილეობისთვის კლუბის წევრები სერთიფიკატებით, ხოლო მოწვეული პედაგოგი და რესურსცენტრის წარმომადგენლები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ. პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებებში, მოყვარულთა კლუბებსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics