2024-12-20 09:06:13, 471 ნახვა
სპეციალური ანონსი/ თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება
დღეს, 20 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება. უწყვეტი პროტესტის 23-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება. გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს: 08:00 - გლდანის სამეზობლოს მარში - გლდანის პარკი (ომარ ხიზანიშვილის ქუჩა); 08:00 - დიდი დიღმის სამეზობლოს მარში - ანბანის სკვერი; 12:00 - სტუდენტური ჯგუფი - თავისუფალი აუდიტორია, თსუ-ს X კორპუსი; 12:00 - თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს! - გლდანის ციხე; 12:00 - მსვლელობა ბანკებთან - შენი ვალია ვალი არ მქონდეს! - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე; 13:00 - IT/TECH პროტესტი - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე; 13:00 - გაფიცვა 17:00 - ადვოკატების მსვლელობა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო (ბოჭორმის 12); 18:00 - საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები ევროპული მომავლისთვის - მარჯანიშვილის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე; 18:00 - ვეგანთა მარში თავისუფლებისთვის - პირველი რესპუბლიკის მოედანი; 18:00 - მოგზაურთა მარში - ევროპის მოედანი; 19:00 - ადრეული განათლების მარში - რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე; 19:00 - ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს! - კონკა; 20:00 - აუტიზმის კოალიციის მსვლელობა - ევროპის მოედანი. თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|