2024-12-20 12:27:28, 507 ნახვა
სპეციალური ანონსი/
სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართავს
დღეს, 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, „ონლაინ“ მიმართვა 13:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,