2024-12-23 22:46:06, 430 ნახვა
რეგიონი/ კასპის მერია - კასპის საკალათბურთო კლუბმა „გრიფინმა“ კლუბი „ასტრალი“ დაამარცხა
დღეს კასპის საკალათბურთო კლუბმა კასპის „გრიფინმა“ A ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური თამაში კლუბ „ასტრალთან“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მატჩი კასპის სპორტკომპლექსის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა. კასპის „გრიფინმა" მოწინააღმდეგე ანგარიშით 115 : 92 დაამარცხა. "ვულოცავთ „გრიფინს“ რიგით მესამე გამარჯვებას. „გრიფინი“ მომდევნო თამაშს 26 დეკემბერს კვლავ კლუბ „ასტრალთან“ თბილისის არენაზე გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში A ლიგაში გადავა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს კლუბ Griffin Kaspi • კასპის „გრიფინს“",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|