00:45 - 02 Feb, 2025
2025-01-03 10:42:12, 459 ნახვა

სპორტი/
ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთელის მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უპირველესად, ბედობას გილოცავთ, მეგობრებო. იყო ჩინური, ასევე კორეული გამოწვევები. დავდექით დილემის წინაშე – ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში! ბუდუმ აირჩია ბუნდესლიგა. მადლობა „კარლსრუეს“, მენეჯერებს, მწვრთნელებს, გია ცეცაძეს, თემურ ლორთქიფანიძეს, მამუკა ხუნდაძეს ბუდუს გამოწვრთნისა და სიყვარულისთვის. მადლობა, საქართველო, ჩვენ თქვენთან ვართ. წინ დიდი ბრძოლებია“, – წერს კახა ზივზივაძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics