2025-01-06 14:07:40, 416 ნახვა
სხვადასხვა/ გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ჩინეთმა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა
ჩინეთმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი დონე გამოაცხადა. საგაგნგებო მდგომარეობა შეეხება ჩინეთის 25 პროვინციას, მუნიციპალიტეტსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, რომელთა საერთო მოსახლეობა 1,2 მილიარდზე მეტი ადამიანია. კერძოდ, საქალაქო და პროვინციული მთავრობები ერთიმეორის მიყოლებით ავრცელებდნენ განცხადებებს, რომ „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დანერგილიყო რეაგირების უმაღლესი დონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ გადაუდებელ სიტუაციებზე“. აღნიშნულია, რომ რეაგირების ეს დონე გამოცხადებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვასთან დაკავშირებული განსაკუთრებით დიდი გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში. იგი ითვალისწინებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რეაგირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს და ცენტრალიზებული შტაბის გეგმის მიხედვით. ამრიგად, ჰუბეის პროვინცია, სადაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია დაიხურა - ქალაქი ვუჰანი, იყო პირველი, ვინც გამოაცხადა რეაგირების უმაღლესი დონე. შემდეგ ცენტრალურმა ქალაქებმა პეკინმა, შანხაიმ, ჩონკინგი და ტიანჯინი გამოაცხადეს მსგავსი ღონისძიება. 23 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით საავადმყოფოებიდან შეგროვებული რესპირატორული ნიმუშები დადებითი იყო გრიპის ვირუსზე, ადამიანის მეტაპნევმოვირუსზე და რინოვირუსზე. ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ადმინისტრაცია იტყობინება. კვლევამ აჩვენა, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებები ამჟამად აქტიურად ვრცელდება ქვეყანაში. კერძოდ, მეტაპნევმოვირუსის სიხშირე მატულობს 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რაც ყველაზე მეტად არის გამოხატული ჩრდილოეთ პროვინციებში. Independent ადრე წერდა, რომ ჩინეთი განიცდის რესპირატორული ვირუსის შემთხვევების ზრდას, რამაც გამოიწვია საავადმყოფოების გადატვირთულობა. ამ ზამთარში, ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) ვირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში, განსაკუთრებით გავრცელდა ბავშვებში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|