2025-01-07 15:16:23, 368 ნახვა
კომენტარი/ პაატა მანჯგალაძე - შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას
"ეს ბოროტი რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგუება და არ აპროტესტებს მას. შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას, ფიქრობ, სწორისა და არასწორის გარკვევა შენი საქმე არ არის და თავს იმით იმშვიდებ - შენ თუ არ ითანამშრომლებდი ბოროტებასთან, სხვა მაინც გააკეთებდა ამას. ასე იწყება ბევრი კარგი მოქალაქის თანაზიარება ბოროტებასთან. სწორედ ეს დილემა აქვს დღეს ბევრ ჩვენს ნაცნობსა და მეგობარს. დიახ, სიმართლის მხარეს დგომა რისკს შეიცავს და არა მარტო პირადი კომფორტის დაკარგვის, არამედ ფიზიკური უსაფრთხოებისაც, მაგრამ მეორე გზა რომელია ლაჩრობისა და ღალატის გარდა? სწორედ ამიტომ არიან რუსთაველზე და სხვა ქალაქებში შეკრებილი პროტესტანტები ჩვენი დროის გმირები, რადგან მათაც ეშინოდათ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ეს შიში დაძლიეს! გილოცავთ ქრისტეს შობას! აუცილებლად გავიმარჯვებთ! " - პაატა მანჯგალაძე ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|