2025-01-08 15:41:35, 562 ნახვა
კომენტარი/ ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული
ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პირიქით საამაყოა, როდესაც იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ. „ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა 3 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ეს შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ. ის გაყინული უზარმაზარი თანხა, რომელიც მან არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, ვერ აპატიეს. ბოლო კუდის მოქნევა იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის დე იურე სანქცია. მაგრამ, ვფიქრობ, პირიქით საამაყოა, როდესაც შენს იმისთვის სანქცირდები, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და პირად ინტერესებს მეორე ფლანგზე ამყოფებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მხოლოდ მადლიერები ვართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|