2025-01-10 10:00:45, 446 ნახვა
სხვადასხვა/ უკრაინელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვლადიმერ რაკოვი ომში დაიღუპა
უკრაინელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვლადიმერ რაკოვი უკრაინის ომში დაიღუპა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა კოლეგამ, ელენა გოლოვანმა განაცხადა. რაკოვი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა უკრაინულ სატელევიზიო შოუში "ყველა ცეკვავენ!" 2018 წელს რაკოვმა ბერლინში ცეკვის სამყაროს კონკურსი გაიმარჯვა. 2022 წელს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებით, რაკოვი შეუერთდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს. ის მსახურობდა გალიციის მეფე დანილოს სახელობის 24-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში. ქვედანაყოფი, ღია მონაცემებით, ამჟამად მონაწილეობს დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარის დაცვაში. რაკოვის გარდაცვალების გარემოებების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს მოხდა „საბრძოლო დავალების შესრულებისას“. ვლადიმერ რაკოვი 29 წლის იყო. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|