00:37 - 02 Feb, 2025
2025-01-10 13:44:10, 577 ნახვა

სპორტი/
„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ შეუერთდნენ

„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ შეუერთდნენ – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

„პსჟ-ის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ამ ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შანსი აქვს, რადგან „ნაპოლიმ“ მის ტრანსფერთან დაკვშირებით პოზიცია შეარბილა. იტალიური მედიის მიერ დასახელებული ფასი (70-დან 90 მილიონ ევრომდე) ფრანგული კლუბისთვის ხელმისაწვდომია, მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის შემთხვევაში სახელფასო ბიუჯეტს გამოანთავისუფლებენ.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ ქართველის ტრანსფერზე „პარი სენ-ჟერმენს“ კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგის გუნდებმა გაუწიონ – ცოტა ხნის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ გარემარბით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იყო დაინტერესებული, ახლა კი ბრძოლაში, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსიც“ ჩაერთონ“, – წერს „ეკიპი“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics