2025-01-19 17:02:16, 541 ნახვა
რეგიონი/
გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს VAZ-ის და Volkswagen მარკის ავტომობილები შეეჯახა.არსებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლამდე ბიჭია, რომელიც სავარაუდოდ VAZ-ის მარკის ავტომობილს მართავდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან