23:40 - 01 Feb, 2025
2025-01-21 01:15:11, 1134 ნახვა

სხვადასხვა/
ილონ მასკმა ტრამპის ინაუგურაციაზე გააკეთა ხელით მოძრაობა, რომელიც ნაცისტურ მისალმებას ჰგავდა - ვიდეო

ილონ მასკმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო აღლუმზე იცეკვა და ხელი აღმართა ჟესტში, რომელიც ნაცისტურ მისალმებას ჰგავდა.

„ასე იგრძნობა გამარჯვება“, — განაცხადა მილიარდერმა და აღნიშნა, რომ აშშ-ში „იქნება უსაფრთხო ქალაქები, უსაფრთხო საზღვრები და გონივრული ხარჯები“. მასკმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი ასტრონავტები მალე სხვა პლანეტაზე აღმართავენ დროშას:

„უნდა არსებობდეს შთამაგონებელი მოვლენები, რაღაც, რაც ბედნიერებას მოგანიჭებს, რათა დილით გაიღვიძო და მომავლისკენ გაიხედო“, — აღნიშნა ბიზნესმენმა, რომლის სამუშაო ადგილიც ახლა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტშია. მასკმა პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებს“ ქვეყნისთვის და შემდეგ მარჯვენა ხელი გულზე მიიდო და მზისკენ აღმართა ჟესტით, რომელიც ნაცისტურ მისალმებას ჰგავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics