2025-01-22 17:19:07, 275 ნახვა
ეკონომიკა/
ლარი ისევ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - 22 იანვრის ვაჭრობის შედეგები
ლარი დოლართან 0.97 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 2.66 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8612 ლარია, ერთი ევროსი - 2.9782 ლარი. ამასთან, 22 იანვრის ვაჭრობის შედეგადაც, გუშინდელის მსგავსად, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.87 ლარია, ევროსი - 3 ლარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,