2025-01-23 12:29:05, 926 ნახვა
სხვადასხვა/ ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა- ქვეყანა პირველია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში
ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების კანონი ამოქმედდა. ბანგკოკში გამართულ ღონისძიებაზე 200-ზე მეტი წყვილი შეიკრიბა, რათა მათი კავშირი ოფიციალურად გაეხადათ.. ტაილანდის გარდა, მთელ აზიაში მხოლოდ ნეპალი და ტაივანი აღიარებენ ერთნაირსქესიანთა კავშირებს. „ქორწინების თანასწორობის კანონი აღნიშნავს ტაილანდურ საზოგადოებაში გენდერული მრავალფეროვნების უფრო ფართო ცნობიერების დასაწყისს და ჩვენი მიღება ყოველი ადამიანის მიმართ - განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, რასისა თუ რელიგიისა - არის ჩვენი დადასტურება იმისა, რომ ყველა იმსახურებს თანაბარ უფლებებს და ღირსებას“, - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფეტონგთან შინავატრა. მისი მესიჯის ჩანაწერი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ მასობრივ ქორწილში გაისმა. Bangkok Pride-მა, ქალაქის მთავრობასთან ერთად, მოაწყო გალა ღონისძიება სავაჭრო ცენტრში Siam Paragon. მათი შეფასებით, სავაჭრო ცენტრში სულ მცირე 200 წყვილი იყო შეკრებილი. ახალდაქორწინებულებს ცისარტყელას ფერის ხალიჩა გაუშალეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|