2025-01-24 16:31:59, 226 ნახვა
ეკონომიკა/ 2024 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა
2024 წელს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. გასულ წელს ოკუპირებულმა რეგიონმა დაახლოებით 2.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 150 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები. აქედან თითქმის 418 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია რუსეთიდან იმპორტირებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი ენგურისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იყო. რეგიონმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იანვარ-თებერვალ-მარტში მოიხმარა. ომის შემდეგ, როდესაც ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰესი მთლიანად რუს-აფხაზების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ, მოხდა არაფორმალური, ზეპირი შეთანხმება ენგურ-ვარდნილის კასკადის გამომუშავების განაწილების შესახებ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40/60, რაც იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების შეფასებულ ღირებულებას შეესაბამებოდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|