00:43 - 02 Feb, 2025
2025-01-26 16:49:48, 488 ნახვა

ეკონომიკა/
თბილისის მერიამ 2024 წელს 30.6 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ჯარიმა აკრიფა

თბილისის მერიამ 2024 წელს 30.6 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ჯარიმა აკრიფა - ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტში წერია.

როგორც "ბიემჯი" წერს აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჯარიმების სრული მოცულობა, რადგან, მაგალითისთვის, 2024 წელს უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 3 მლნ ლარს გადააჭარბა, მაგრამ ცალკე არ არის გამოყოფილი დედაქალაქი და შეუძლებელია გარკვევა, რა წილი მოდით თბილისზე, რა ბათუმზე და ქუთაისზე, ან სხვა ქალაქებზე. ასევე, არ არის მითითებული მშენებლობის დარგში სტანდარტების დარღვევები და ა.შ. ცალკე გამოყოფილი დედაქალაქის შემთხვევაში.

  • პარკირების წესის დარღვევისთვის - 17.03 მილიონი ლარი;
  • ტაქსის (M1 კატეგორიის) მოსაკრებელი - 5.6 მილიონი ლარი;
  • ტაქსით (M1) ლიცენზიის გარეშე მომსახურებისთვის - 3.6 მლნ ლარი;
  • BUS LINE-ში მოძრაობისთვის - 2.6 მლნ ლარი;
  • დიდგაბარიტიანი ავტომობილების პიკის საათში მოძრაობისთვის - 1.1 მილიონი ლარი;
  • გაჩერებების გარდა ავტობუსის და მიკროავტობუსის გაჩერებისთვის - 56.9 ათასი ლარი;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისათვის - 372 ათასი ლარი;
  • ტაქსით პარკირების ადგილას სხვა ავტომობილის გაჩერებისთვის - 142,08 ათასი ლარი;



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics