2025-01-27 10:04:02, 391 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინამ დრონებით რიაზანი და კურსკი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონების გამოყენებით რუსეთის ქალაქი რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და კურსკის ოლქის დასახლება კორენევო დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დიზელს და რეაქტიულ საწვავს ამზადებს და ქვეყნის ოთხ უმსხვილეს საწარმოში შედის. რაც შეეხება კორენევოს, როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, იქ განლაგებული იყო წყნარი ოკეანის ოპერატიული ჯგუფით სამართავი პუნქტი. თავდასხმის შედეგები და მასშტაბები ზუსტდება. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|