2025-01-27 19:07:41, 628 ნახვა
კორონავირუსი/ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ქართველ მოხალისეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, ნიკოლო ბერიანიძეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბერიანიძე 2016 წლამდე ჩავიდა კიევში და შეუერთდა აზოვის პოლკს. გამოძიების მტკიცებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე ბერიანიძე მარიუპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში მსახურობდა. 2022 წლის მარტში, მარიუპოლში ყოფნისას, მას ბრალად ედება სამი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობა. ბერიანიძე უკრაინის მხარეს სხვადასხვა საბრძოლო პუნქტში იბრძოდა, სანამ რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|