2025-01-29 17:27:51, 113 ნახვა
მსოფლიო/ სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამხრეთ სუდანში ნავთობის საბადო იუნიტიდან გაფრენისას ავარია განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა. მასში 21 ადამიანი იმყოფებოდა, 18 მათგანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იტყობინება რადიო Miraya-ზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთ სუდანში გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის მისიის მიერ იმართება. Miraya-ს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მფრინავი და მეორე მფრინავი. ავარიის დეტალებს არ იტყობინებიან. როგორც Reuters-ი წერს, ინფორმაციის მინისტრმა მაიკლ მაკუეიმ არ უპასუხა თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ვითარების შესახებ. უკანასკნელ წლებში სამხრეთ სუდანში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. 2018 წლის სექტემბერში მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ის ჯუბიდან ქალაქ იიროლში მიემართებოდა. 2015 წლის ნოემბერში 41 ადამიანი დაიღუპა, როცა რუსულმა თვითმფრინავმა ან-12-მა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ჯუბიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში ავარია განიცადა ასაფრენი ბილიკიდან 800 მეტრში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|