2025-01-29 17:27:17, 198 ნახვა
მსოფლიო/ ოლაფ შოლცი - ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა
ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ახალი ის არის, რომ ის [ილონ მასკი] მთელი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა. ეს ნამდვილად ამაზრზენია და ევროკავშირში დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი არ არის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე ილონ მასკის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა, სადაც მასკმა განაცხადა, რომ გერმანელებმა თავიანთი კულტურით უნდა იამაყონ. „აბსოლუტურად კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რაც ილონ მასკმა გერმანიის ისტორიის შესახებ თქვა. ნაცისტებისგან გათავისუფლებისთვის გერმანია აშშ-ს მადლიერია და სწორედ ამიტომ ვარ ასე გაბრაზებული ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ ჩარევის გამო. წარსულის დანაშაულებზე დიდი აქცენტი კეთდება და ეს წარსულში უნდა დავტოვოთ. გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით სიამაყე ჩვეულებრივი რამ არის და არ დაკარგოთ ეს რაიმე სახის მულტიკულტურალიზში, რომელიც ყველაფერს ასუსტებს“, - განაცხადა ილონ მასკმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|