2025-01-30 10:41:25, 446 ნახვა
კორონავირუსი/ მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით შეტევას
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს დილით იუწყება სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. გასულ ღამით დრონით დარტყმა იყო მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები ნანგრევებიდან დილით გამოიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ხუთს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგდ სახლის ოთხ სართულზე ხუთი ბინა დაინგრა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|