00:52 - 02 Feb, 2025
2025-01-30 11:31:52, 127 ნახვა

მსოფლიო/
ტრამპი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახებაზე - ცუდი ვითარებაა, რომლის თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო

ცუდი ვითარებაა, რომლის თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფას. „თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავზე შუქები ანთებული იყო, ვერტმფრენი მაღლა რატომ არ ავიდა, ან რატომ არ დაეშვა ან რატომ არ შემობრუნდა? ცუდი ვითარებაა, რომლის, როგორ ჩანს, თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო. კარგი არ არის!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე. ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics