2025-01-30 12:05:10, 111 ნახვა
მსოფლიო/ მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ საერთო გლობალური გამოწვევების გადაჭრის, მათ შორის საზღვრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. “მდივანმა რუბიომ კანადა ჩინეთის უსამართლო ეკონომიკური პრაქტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შეაქო. ასევე, მდივანმა და მინისტრმა ჯოლიმ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, უკრაინაში მიმდინარე ომი და ჰაიტიზე არსებული ვითარება განიხილეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|