2025-01-30 13:20:29, 599 ნახვა
მსოფლიო/ ვაშინგტონში, ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი
ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან მომხდარ ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას მედიას სამართალდამცავი უწყებები უდასტურებენ. აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რეისზე იმყოფებოდნენ მათი გუნდის წევრები – სპორტსმენები, მწვრთნელები და ოჯახის წევრები, რომლებიც კანზასის შტატიდან ბრუნდებოდნენ. სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობს. მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან ქარიანი ამინდია, ნისლია და წყალი გაყინულია. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ოფიციალური პირები დღის განმავლობაში დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ. ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|