00:44 - 02 Feb, 2025
2025-01-30 13:16:32, 148 ნახვა

მსოფლიო/
„ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი გაათავისუფლა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელელი ქალი ჯარისკაცი, 20 წლის აგამ ბერგერი გაათავისუფლა. ქალი ჯარისკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა მძევლად. ოფიციალური ინფორმაციით, მძევლის თავისუფლება მოჰყვა მოლაპარაკებებს, რამდენიმე საერთაშორისო შუამავლის დახმარებით.

ცნობისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics