2025-01-30 16:50:52, 212 ნახვა
სამართალი/
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შალვა ესართია დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში შალვა ესართია დააპატიმრეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მოქალაქეს და რომელი მუხლით დააკავეს ის.
"ზუგდიდში დაკავებულია შალვა ესართია, ჩვენი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი და ზუგდიდის აქციების მედროშე. ჯერ არ ვიცით მუხლი, არ გვეუბნებიან." - წერს მარიამ სიჭინავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,