2025-01-30 17:27:24, 195 ნახვა
ეკონომიკა/ რამდენს ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები?
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 7.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2%-იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა. შარშანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა; მეორე ადგილზეა თურქეთი; ხოლო მესამეზე - სომხეთი. ყველაზე მეტი ვიზიტი 2024 წელს შემდეგი ქვეყნებიდან იყო:
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა. ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.4 ღამე) 2.6%-ით მეტია. 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები კი 14.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4% გაიზარდა და 2 211 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა ვიზიტორებმა განთავსებაზე დახარჯეს; მეორე ადგილზეა საყიდლები, ხოლო მესამე ადგილს საკვები და სასმელები იკავებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|