00:47 - 02 Feb, 2025
2025-01-30 17:51:43, 144 ნახვა

მსოფლიო/
შვედეთში ერაყელი ლტოლვილი სალვან მომიკა მოკლეს, რომელიც ყურანის დაწვის აქციებს აწყობდა

შვედეთში ერაყელი ლტოლვილი სალვან მომიკა მოკლეს, რომელიც აქციებს აწყობდა, სადაც დემონსტრაციულად წვავდნენ მუსლიმთა წმინდა წიგნს – ყურანს. 38 წლის სალვან მომიკა ქალაქ სოდერტალიეში მოკლეს.

მკვლელობა რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ვიდრე მას გამოუტანდნენ განაჩენს სისხლის სამართლის საქმეზე ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების ბრალდებით.

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სალვან მომიკას გარდა, ამ საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი უნდა გაესამართლებინათ. განაჩენის გამოცხადება გადაიდო. სალმან მომიკას მკვლელობის შემდეგ, მეორე ბრალდებულმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მე ვარ შემდეგი“.

შვედური მედიის ცნობით, სალმან მომიკა საკუთარ სახლში მოკლეს, როდესაც ის „ტიკტოკის“ პირდაპირ ეთერში იყო. მკვლელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

სალვან მომიკა საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევდა და მკვეთრი ანტიისლამური განცხადებებით გამოდიოდა. 2023 წელს მან ჩაატარა რამდენიმე აქცია, რომელზეც ყურანი დაწვეს, რამაც მუსლიმური ქვეყნების მხრიდან აღშფოთება გამოიწვია. რადიკალი ისლამისტების მხრიდან კი ტერორისტული აქტების მუქარა გაისმა.

შვედეთის ხელისუფლებამ 2023 წელს სალმან მომიკას დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობამ დაადგინა, რომ მან თავშესაფრის მიღებისას არასწორი ინფორმაცია წარადგინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ აღასრულეს, რადგან აღიარეს, რომ სამშობლოში სალმან მომიკას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics