2025-01-30 20:38:45, 220 ნახვა
სამართალი/ პატიმარი იოსებ გორგაძე უგონო მდგომარეობაში რჩება – ოჯახი ციხეში წამებასა და ანგარიშსწორებაზე საუბრობს
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილი პატიმარი იოსებ გორგაძე ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსები ინტენსიურად იბრძვიან. “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, რომ პატიმარი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გორგაძე ციხიდან კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს იოსებ გორგაძის ოჯახი. მისი ძმა აცხადებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის სასიკვდილოდ აწამეს:
პატიმრის ადვოკატი აცხადებს, რომ 46 წლის მსჯავრდებულს სხეულზე 37 სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის – სახის ძვლების მოტეხილობები. მისი თქმით, გორგაძეს საკანში სასტიკად გაუსწორდნენ:
იოსებ გორგაძე 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააკავეს. შემთხვევა თბილისი-წალკის გზაზე მოხდა, როდესაც მან, ძლიერი ნისლის გამო, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი აქციის ოთხი მონაწილე, რომლებიც წალკიდან თბილისისკენ ბრუნდებოდნენ. გორგაძის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მასზე ციხეში შურისძიება და ანგარიშსწორება სწორედ ამ ფაქტის გამო დაიგეგმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|