2025-01-31 13:01:42, 237 ნახვა
კორონავირუსი/ რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია
უკრაინაზე მორიგი შეტევისას, რომელიც 30 იანვრის ღამიდან მიმდინარეობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 102 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ეს ინფორმაცია დღეს, 31 იანვარს, დილის 11 საათის შემდეგ გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე". საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ზიანი მიაყენა სუმის, ოდესის და ჩერკასის ოლქებს. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქში დრონებით შეუტია ჩერნომორსკის პორტის რაიონს. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დილით ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა დააზიანა. მოგვიანებით კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინფორმაცია არ დადასტურდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|