2025-01-31 13:19:32, 116 ნახვა
რეგიონი/ მოსკოვიდან სოხუმში ჩავიდა ახალი კურატორი სერგეი კირიენკო
სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურატორად დაინიშნა. კირიენკო უკვე შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის „ელჩი აფხაზეთში“ მიხაილ შურგალინი. "ბგანბამ და კირიენკომ განიხილეს შემდგომი ურთიერთქმედება და აფხაზეთ-რუსეთის პარტნიორობის საკითხები, ასევე გაცვალეს სუვენირები", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „არჩევნები“ 15 თებერვალსაა დაგეგმილი, ანალიტიკოსები მოსკოვის ფავორიტად ბარდა გუბნას მიიჩნევენ. სერგეი კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა. რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში - 1998 წლის 24 აპრილიდან 24 აგვისტომდე რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე იყო. 2005 წლიდან 2016 წლამდე ეკავა კორპორაცია "როსატომის" გენერალური დირექტორის თანამდებობა, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეა. 2022 წლიდან "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის კურატორია" ალექსანდრე ნოვაკი; მანამდე ამ ფუნქციას მარატ ხუსნულინი ასრულებდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|