2025-01-31 13:20:28, 118 ნახვა
მსოფლიო/ დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ აშშ დოლარი არცერთი სხვა ვალუტით არ ჩაანაცვლონ
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნების მხრიდან აშშ დოლარის ჩანაცვლების მცდელობა მიუღებელია და მათ 100%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ტრამპის თქმით, ეს ქვეყნები უნდა დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას, თუ ისინი ახალ ვალუტას შექმნიან ან სხვა ვალუტით ჩაანაცვლებენ აშშ დოლარს. იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, - წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე. BRICS-ის ჯგუფი თავდაპირველად აერთიანებდა ხუთ ქვეყანას: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღსანიშნავია, რომ BRICS-ის ქვეყნები განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შექმნას, რათა შეამცირონ აშშ დოლარზე დამოკიდებულება საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იდეა განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შემდეგ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|