2025-01-31 13:30:36, 186 ნახვა
საზოგადოება/ საჯარო რეესტრმა გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი კვლავ გიორგი გაბუნიაა. საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა არხის მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის გიორგი (გოგი) ქურდაძის მოთხოვნა მისი გადაყენების შესახებ - მან არ წარადგინა საჭირო დოკუმენტები, რომელსაც სახელმწიფო უწყება მისგან ითხოვდა. გიორგი გაბუნიას გადაყენებას ითხოვს „მთავარი არხის“ თანადირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრს 24 დეკემბერს, დილით მიმართა და წერილს დაურთო გიორგი გაბუნიასთან მიმოწერის ფოტო, რომელშიც გენერალური დირექტორი აღნიშნავდა, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. რეესტრმა ქურდაძეს მოთხოვნა 25 დეკემბერს შეუჩერა და მოსთხოვა: წარედგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გიორგი გაბუნია საკუთარი ნებით ტოვებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას; 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „მთავარი არხის“ წილები ასეა გადანაწილებული: სოფო ლილუაშვილი (ნიკა გვარამიას ცოლი) - 12%; მარი ანა რურუა - 2,5%; გიორგი რურუა - 2,5%; ნიკოლოზ სისაური - 3%; შპს "საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%; ბაკურ ჯახია - 37%; შპს "ომეგა მოტორს თბილისი" - 0,2% (ზაზა ოქუაშვილი); შპს "ომეგა მოტორ ჯგუფი" (ზაზა ოქუაშვილი) - 0,2%; BGIM LTD (ზაზა ოქრუაშვილი) - 39,2%; მაგული ხარებავა - 0,2%; ნათია ჯოგიაშვილი - 0,2%. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|