2025-01-31 14:07:33, 149 ნახვა
მსოფლიო/ CBS News - ტრამპის ადმინისტრაცია FBI-ის მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის ზოგიერთი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა, ასევე არიან ეროვნული უსაფრთხოების, კრიმინალური და კიბერსაკითხებზე პასუხისმგებელი პირები. მაღალჩინოსანთა გათავისუფლებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატმა, კეშ პატელმა სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე მოსმენაზე ჩვენება მისცა. „არასდროს გავაკეთებ რაიმე არაკონსტიტუციურს ან უკანონოს, არც არასდროს გამიკეთებია,“ – განაცხადა კეშ პატელმა და დასძინა, რომ „ყოველთვის დაემორჩილება კანონს“. CBS News – ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი მოთხოვნები გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიმინალური განყოფილების თანამდებობის პირებს წაუყენა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|