2025-01-31 14:21:48, 173 ნახვა
საზოგადოება/ პენიტენციური სამსახური - ამაღლობელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მალხაზ ურთქმელიძე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 20 დღეა შიმშილობს. ,,ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე." - ამბობს ურთქმელიძე. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|