2025-01-31 15:56:27, 202 ნახვა
სამართალი/ ნინო ლომჯარია - ოჯახის წევრებისგან ნებართვა მივიღეთ, რომ დაკავებულთა საქმის მასალებზე წვდომა გვექნება
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე სექტორმა აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებისგან ნებართვა მიიღო, რომ დაკავებულთა საქმის მასალებზე წვდომა ექნებათ. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს მესამე სექტორის და პატიმართა ოჯახის წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა. “თითოეული საქმის თითოეული დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ვამუშავებთ მათი დაკავების გარემოებების, მათი საქმის გარემოებების შესახებ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად უსამართლო და უკანონო იყო ამ ადამიანების დაკავება. ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან ოჯახის წევრები და მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები თითოეული პატიმრის საქმეს გულდასმით სწავლობენ და ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან. ინფორმაციები გავცვალეთ, რომ ადვოკატებისგან და პატიმრებისგან მივიღოთ თანხმობა, რომ მათი საქმის მასალებზე წვდომა გვქონდეს, ასევე, სხვა საკითხებზეც შევთანხმდით. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, ციხეში პატიმრების მდგომარეობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, -განაცხადა ლომჯარიამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|