2025-01-31 21:50:19, 138 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა, ბაჩა შაიშმელაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს
გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა, ბაჩა შაიშმელაშვილი, რომელიც ლაგოდეხის საკრებულოში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
ამის შესახებ ინფორმაციას თავად ირაკლი შაიშმელაშვილი ავრცელებს საკუთარ სოციალურ გვერდზე.
"ყველას ვერ გაათავისუფლებთ, ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ გააჩუმებთ მდაბიო პოლიტიკა გაქვთ"- წერს შაიშმელაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,