22:01 - 01 Feb, 2025
2025-02-01 09:48:26, 140 ნახვა

მსოფლიო/
აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა

CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ასევე ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.

აფეთქების შედეგად, რამდენიმე სახლი დაიწვა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები უკვე მობილიზებულნი არიან და ცდილობენ ცეცხლის ლიკვიდაციას.

შემთხვევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ვინ იმყოფებოდა ბორტზე და არიან თუ არა გადარჩენილები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics