2025-02-01 10:02:48, 202 ნახვა
მსოფლიო/ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დაქვემდებარებას განიხილავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და მისი ფუნქციების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებს უმასპინძლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. „როიტერთან“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლოა დონალდ ტრამპს USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად აღმასრულებელი ბრძანების გამოყენების საშუალებას მისცემდეს. ამასთან, გაურკვეველია, აქვს თუ არა ტრამპს კონგრესის გვერდის ავლით ასეთი ბრძანების გამოცემის უფლება. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განხილვებში მონაწილეობდნენ ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირებიც, რომელთა მუშაობას ტრამპის მრჩეველი, მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს. მათ, სავარაუდოდ, ამ კვირაში ვაშინგტონის ცენტრში მდებარე USAID-ის შტაბ-ბინაც მოინახულეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|