2025-02-01 11:24:29, 169 ნახვა
სამართალი/ მკვლელობა ლილოს დასახლებაში - ახალი დეტალები
4 შვილის მამა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ არაერთი გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან გაუჩინარდა. დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა და დასუფთავების მანქანას შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც ეჭვებს იწვევს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. ცნობილია, რომ მოკლულსა და თავდამსხმელს შორის დაპირისპირებას აქამდეც ჰქონდა ადგილი. „40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. აქაური არ არის. მანქანაც არ მეცნობა“, - ამბობს ადგილობრივი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, და ეძებენ შეიარაღებულ მამაკაცს. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|