21:59 - 01 Feb, 2025
2025-02-01 18:28:41, 285 ნახვა

საზოგადოება/
სალომე ზურაბიშვილი ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა

საქართველოს  მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბათუმში პროტესტში მონაწილე აქტივისტებს შეხვდა

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებული აქტივისტები და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო პროტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშალა, აქტიურობენ რეგიონები და ამ პროცესების ეპიცენტრშია ბათუმი, სადაც დღეს უკვე ამ პროტესტმა კონკრეტული სახე და სახელი შეიძინა - მზია ამაღლობელი.

ადგილობრივმა აქტივისტებმა პრეზიდენტ სალომე  ზურაბიშვილს აქციებზე დაკავების, წინასწარი დაკავების საკნებში მოპყრობისა და გასამართლების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და პირადი მაგალითის საფუძველზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ისაუბრეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics