23:47 - 01 Feb, 2025
2025-02-01 21:01:26, 130 ნახვა

საზოგადოება/
44 წლის ზამირ კვეკვესკირი რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც 27 იანვარს თამარაშვილის ქუჩაზე, დევნილთა სააგენტოს შენობასთან თავის დაწვა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკაში 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა. 

"44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმესთან დაკავშირებით უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics