2025-02-01 21:39:16, 154 ნახვა
სამართალი/
გალერეა თბილისში მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
გალერეა თბილისში მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა, მისი მდგომარეობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური "ექსსპრესსნიუსთან" საუბარში ინფორმაციას ადასტურებს.
"უბედური შემთხვევა იყო, კაცი ტელეფონში იყურებოდა და გადავარდა."- განაცხადეს შსს-ს პრესცენტრში.
"ექსსპრესსნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცი გადარჩა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,