2025-05-12 09:45:32, 67 ნახვა
კორონავირუსი/ პესკოვი - რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება
რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში განაცხადა. "კონფლიქტის რეგულირების პროცესი სავსეა მცირე დეტალებით, რომლებიც როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მომავლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - თქვა მან. პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. "კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-12 12:17:17 რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს - დაზარალდა ოთხი ოლქი 2025-05-12 09:45:32 პესკოვი - რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება 2025-05-11 13:00:04 რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა 2025-05-11 12:28:03 ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან 2025-05-11 10:19:28 ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |